Accessibility links

logo-print logo-print

გორში გაიფიცნენ „საქართველოს ფოსტის" კურიერები


საკურიერო მომსახურება დილიდან პარალიზებული იყო გორში. გაიფიცნენ „საქართველოს ფოსტის" კურიერები. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პანდემიის დროს მათი სამუშაო გაიზარდა, ანაზღაურება კი მიზერულია.

ხელფასების მატების გარდა, კურიერები, რომლებიც რეგიონში ძირითადად სკუტერებით გადაადგილდებიან, ჯანმრთელობის დაზღვევასაც ითხოვენ. გაფიცული კურიერები ამბობენ, რომ მოთხოვნები ხელმძღვანელობას შეატყობინეს, თუმცა პასუხი არავინ გასცა.

„საქართველოს ფოსტის" სათავო ოფისში კი ამბობენ, რომ მორიგების იმედი აქვთ.

კურიერების ხელფასი გორში 450-550 ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG