Accessibility links

site logo site logo

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანტალიის ტურნირს გამოეთიშა


ნიკოლოზ ბასილაშვილი. 28 ივნისი, 2019 წ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში მეორმოცე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი იტალიელი ანდრეა არნაბოლდისა და თურქი ალტუგ ჩელიკბილეკის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალის საგზურისთვის ავსტრალიელ ალექს დე მინორს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 2:6 4:6.

ბასილაშვილმა თურქულ ტურნირზე თერთმეტმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG