Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი - ეკატერინე ტიკარაძე


ჯანდაცვის მინისტრის ეკარეტირე ტიკარაძის განცხადებით, „საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“, - როგორც სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ "კოვაქს" პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოში COVID-19-ის შეკავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებობდეს ვაქცინაციის მკაფიო გეგმა.

„ძალიან სასარგებლო შეხვედრა გვქონდა, სადაც მივიღე განახლებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გეგმების შესახებ პანდემიის მართვის კუთხით 2021 წელს. ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა, არამხოლოდ საქართველოსა და აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის რომ უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ეკონომიკის აღდგენა, თუ სკოლების გახსნა“, - ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინაზე მიუწვდებოდა ხელი საქართველოს, დამოკიდებული იყო კოვაქსის პლატფორმის არჩევანზე.

საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი - 4 მილიონი აშშ დოლარი.

ასევე ნახეთ: ჩინური თუ არა, მაშ რომელი? - რა ვიცით კოვიდვაქცინაციის შესახებ საქართველოში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG