Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებლემა საბჭომ გენ. მდივნის თანამდებობაზე კვლავ ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა


ზურაბ პოლოლიკაშვილი
ზურაბ პოლოლიკაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებლემა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად მეორე ვადით (2022-2025 წწ) წარუდგინა. კენჭისყრა გაიმართება 2021 წლის მეორე ნახევარში.

ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესია 19 იანვარს მადრიდში გაიმართა. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ასევე, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნობის კანდიდატმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე პირველად 2017 წელს დაამტკიცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG