Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა ლოიდ ოსტინი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა


აშშ-ის სენატმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაამტკიცა ლოიდ ოსტინი, გადამდგარი გენერალი.

67 წლის ოსტინი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ კაბინეტის წევრობაზე წარდგენილი, სენატორების მიერ დამტკიცებული, მეორე კანდიდატია და ისტორიაში პირველი აფრიკელ-ამერიკელია, რომელიც აშშ-ის თავდაცვის უწყებას უმეთაურებს. ოსტინს მხარი დაუჭირეს დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებისთვის საჭირო იყო კონგრესის საგანგებო ნებართვის მიღება

წარმომადგენელმა პალატამ და სენატმა კენჭი უყარეს ოსტინისთვის გამონაკლისის დაშვებას დებულებაში, რომლის თანახმად, სამოქალაქო თანამდებობის დაკავება შეუძლია მხოლოდ პირს, რომელმაც შვიდი წლის წინ დატოვა სამხედრო სამსახური. ოსტინი პენსიაზე გავიდა 2016 წელს.

თავისი დამტკიცებისას, ოსტინმა სენატორები გააფრთხილა კრემლის მტრული ქმედებების თაობაზე; მისი თქმით, რუსეთი უკან მიდის, მაგრამ მას კვლავ შეუძლია დიდი ზარალის მიყენება კიბერსფეროში.

ოსტინი, რომელმაც 40 წლიანი სამხედრო კარიერა განვლო, ადრე მსახურობდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ახლო აღმოსავლეთის და სამხრეთ აზიის მაკონტროლებელი სამეთაურო ცენტრის უფროსად.

XS
SM
MD
LG