Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის კვლევით, "დადებითად" პრემიერის მუშაობას - 46%, პრეზიდენტის - 15%, პარლამენტის -15%, სასამართლოს - 13% აფასებს


"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, "ლიდერებისა და ინსტიტუციების" შეფასებებში პოზიტიური განწყობებით საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ლიდერობს. მასთან შედარებით, 3-ჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლებად პოზიტიურად აფასებს გამოკითხული მოსახლეობა პრეზიდენტის, პარლამენტისა და სასამართლოს მუშაობას.

საქმიანობის შეფასება:

  • პრემიერ-მინისტრი: დადებითად - 46%, უარყოფითად - 17%, საშუალოდ 32%;
  • პრეზიდენტი: დადებითად - 15%, უარყოფითად - 36%, საშუალოდ 34%;
  • პარლამენტი: დადებითად - 15%, უარყოფითად - 34%, საშუალოდ 36%;
  • სასამართლო: დადებითად - 13%, უარყოფითად - 29%, საშუალოდ 30%.

ბოლო 1 წელში გამოვლენილი ტენდენციები:

  • პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 2019 წელთან შედარებით 2020 წლის დეკემბერში 2-ჯერ მეტი ადამიანი აფასებს დადებითად (ზრდა 21%-დან 46%-მდე);
  • პრეზიდენტის საქმიანობა 1,5-ჯერ ნაკლებად ფასდება "ცუდად" (54%-დან 36%-მდე შემცირდა);
  • პარლამენტის საქმიანობას თითქმის 2-ჯერ ნაკლებად აფასებენ "ცუდად" (57%-დან 34%-მდე შემცირდა);
  • სასამართლოს საქმიანობასაც თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებად აფასებენ "ცუდად" (45%-დან 29%-მდე შემცირდა).

კვლევა ​NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG