Accessibility links

logo-print logo-print

გახარია: თუ ტესტების დადებითობა 4%-ზე მეტია, ჭორაობაა ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობების ძირითადი ნაწილი იმ დრომდე არ ამუშავდება, სანამ ინფიცირების მაჩვენებელი არ დაიწევს. გახარია ამბობს, რომ ინფიცირების გაზრდის რისკი არსებობს და, შესაბამისად, სწრაფი შეზღუდვების დაწესება გახდება ისევ საჭირო.

"თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია", - აღნიშნა მან.

პრემიერი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად არ გაიხსნება ეკონომიკური საქმიანობები. ამის მაგალითად მან თბილისი და აჭარა მოიყვანა. მისი თქმით, აჭარაში, თბილისისგან განსხვავებით, ტრანსპორტის ამუშავების გადაწყვეტილება ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის გამო მიიღეს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული 17 349 ტესტით კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ინფიცირების გამოვლენის 6%-იანი მაჩვენებელია. მთავრობა აცხადებს, რომ 7-დღიანი საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG