Accessibility links

site logo site logo

დავით ზალკალიანს დაუდასტურდა კორონავირუსი


დავით ზალკალიანი

კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს. „მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები", - წერს ზალკალიანი „ფეისბუკზე".

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 17 349 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1006 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG