Accessibility links

site logo site logo

2020 წელს საქართველოში 1994 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა იყო


1994 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ვარდნა შარშან, 2020 წელს დაფიქსირდა. 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა მუდმივად იზრდებოდა, გამონაკლისი იყო 2009 წელი.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 1994 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,4%-ით შემცირდა. აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად საქართველოს ეკონომიკა 2009 წელსაც, 3,65%-ით შემცირდა.

2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ კი, საქსტატის ცნობით, 6,1% შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG