Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქე დააკავეს როკის გვირაბთან, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 


როკის გვირაბი
როკის გვირაბი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ერიკ დრულევი. როგორც სუს-ი აცხადებს, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი" და ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. განცხადების თანახმად, მომხდარის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აზიანებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს. უკანონო დაკავებები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაძაბულობისა და საპროტესტო მუხტის გაღვივებას. უკანონო დაკავებებსა და მის თანმდევ მძიმე შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG