Accessibility links

site logo site logo

სალომე ჯაშის "მოთვინიერებას" ბერლინალეს ფორუმზე უჩვენებენ


რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმ „მოთვინიერებას“ (Taming the Garden) ბერლინალეს ფორუმზე უჩვენებენ. ბერლინალეს ფორუმი კინოფესტივალის არასაკონკურსო განყოფილებაა, რომელიც 2006 წლიდან უჩვეულო და ექსპერტიმენტული მიდგომების წარმოჩინებას ეძღვნება.

„მოთვინიერების“ (Taming the Garden) პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. 2 თებერვალს კი ფილმი ფესტივალის ფარგლებში ხელმეორედ აჩვენეს.

„მოთვინიერება“ კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში (World Cinema Documentary Competition) იყო წარმოდგენილი. სანდენსის კინოფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზე იგი ასე დაახასიათეს: „ეს არის პოეტური ოდა ადამიანისა და ბუნების მეტოქეობაზე“.

ეს არის ფილმი ერთი მდიდარი კაცის ვნებაზე, მთელ ქვეყანაში მოაგროვოს, იყიდოს, ამოთხაროს და თავის ბაღში გადარგოს უზარმაზარი ასწლოვანი ხეები.
მთელ საქართველოში მოგროვებული ეს ხეები შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკშია განთავსებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით გაშენდა და 60 ჰექტარზე, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG