Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის რეგულატორს არ მიუღია განაცხადი რუსული წარმოების ვაქცინის რეგისტრაციაზე


ევროკავშირის უწყებამ, მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ მიუღია განაცხადი COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები განაგრძობენ მოლაპარაკებებ, რათა განსაზღვრონ მოქმედების შემდგომი გეგმა.

ადრე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი იტყობინებოდა, რომ Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის განაცხადი გაგზავნილია. ფონდი ამ პრეპარატის გავრცელებაზე ზრუნავს. ამასთან, ევროკავშირის სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განაცხადი თავად ვაქცინის მწარმოებლის, გამალეის სახელობის ცენტრისგან ჯერჯერობით არ არის მიღებული.

Sputnik V-მ რუსეთში 11 აგვისტოს გაიარა რეგისტრაცია და გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რეგისტრირებული ვაქცინა მსოფლიოში.

მაგრამ Sputnik V-ის რეგისტრაცია მოხდა მისი შემოწმების პროცესის დასრულებამდე, რამაც ექსპერტთა და მეცნიერთა თანამეგობრობაში ეჭვები გააჩინა მისი ეფექტიანობის თაობაზე.

2 თებერვალს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ავტორიტეტიანმა სამეცნიერო ჟურნალმა Lancet-მა გამოაქვეყნა Sputnik V-ის გამოცდის მესამე სტადიის შუალედური შედეგები. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ პრეპარატის ეფექტიანობამ 91,6% შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG