Accessibility links

site logo site logo

ევროსაბჭოს კომისარმა ახსნა-განმარტება მოითხოვა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრისგან


დუნია მიატოვიჩი

ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის ახსნა-განმარტებას ითხოვს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების თაობაზე. მან შეშფოთება გამოხატა მასობრივი დაკავებებისა და სამართალდამცველთა სისასტიკის გამო.

მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისულების მოქმედებამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. კერძოდ, მომიტინგეთა მიმართ დაირღვა მათი უფლება, მათ წინააღმდეგ არ მომხდარიყო ძალადობა, ასევე დაირღვა შეკრების თავისუფლების უფლება. მიატოვიჩმა OVD-Info-ზე დაყრდნობით ყურადღება მიაქცია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა დიდ რაოდენობას.

ალექსეი ნავალნის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციები 23 და 31 იანვარს გაიმართა რუსეთის ასზე მეტ ქალაქში. მოსკოვსა და პეტერბურგში ხალხი ქუჩებში გავიდა ასევე 2 თებერვალს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია აქციების 10 ათასზე მეტი მონაწილე, ასობით ადამიანი ჯერაც იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG