Accessibility links

site logo site logo

ერევანში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ათეულობით პირი დააკავეს


სომხეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 თებერვალს 60 ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები დილიდან შეიკრიბნენ სამთავრობო უბანში და მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.

პოლიციის რაზმმა ალყა შემოარტყა შენობებს და დააკავა განსაკუთრებით აქტიური პირები.

საღამოსთვის ოპოზიცია გეგმავს მსვლელობას პოლიციისა და გენპროკურატურის შენობებთან.

ადრე, „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ კოორდინატორმა, იშხან საგატელიანმა განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს ყოველდღე გამართოს აქციები ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. ლიდერებმა მოძრაობისა, რომელშიც 17 ოპოზიციური პარტია შედის, აღნიშნეს, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.

„მოძრაობამ სამშობლოს გადასარჩენად“ 22 თებერვალს ერევანში ორსაათიანი მსვლელობა გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. მსვლელობისას მისი მონაწილეები მივიდნენ პრეზიდენტის რეზიდენციასთან და მოითხოვეს, რომ პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა, არ მოაწეროს ხელი დოკუმენტებს, რომლებიც მთავრობის ინიციატივით არის შექმნილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მთავრობას ადანაშაულებენ მთიანი ყარაბაღისთვის ომში დამარცხებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG