Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 წლის მოზარდი რომელმაც ბავშვი გააჩინა თავშესაფარში იმყოფება


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან, სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით (სსსკ 140 მუხლი ) ერთი პირი თებერვალში დააკავა. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა იმჟამად 12 წლის გოგომ იმშობიარა.

მოზარდი ახლა 13 წლისაა და ახალშობილთან ერთად თავშესაფარში იმყოფება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, საქმეში ჩართულია სოციალუარი მუშაკი და ფსიქოლოგი. ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან.

„გასულ წელს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანთან დაკავშირებით. სააგენტო შეტყობინების შემოსვლისთანავე ჩაერთო აღნიშნულ საქმეში. მცირეწლოვანი და მისი ახლადდაბადებული შვილი შეყვანილია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში. მათ შორის საქმეში ჩაერთო სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ყველა საჭირო ღონისძიება გატარებულია იმ წუთიდანვე როცა მომართვა შემოვიდა პოლიციიდან. გამოძიება მიმდინარეობს და ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან“,- აცხადებენ სააგენტოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG