Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ მაღლაფერიძემ დატოვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა


ვასილ მაღლაფერიძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძე მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს საჯარო კომუნიკაციას“.

ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გახდა 2021 წლის იანვარში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG