Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის ეპარქიაში მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა


ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე ადამიანი გადავარდა მეორე სართულიდან. შენობის მეორე სართულიდან ისინი მოაჯირის დაზიანების შემდეგ გადაცვივდნენ.

როგორც "TV პირველი" ჟურნალისტი, პაპუნა შუშანია ჰყვება, მეორე სართულის მოაჯირი მას შემდეგ მოწყდა, რაც ეპარქიის შენობიდან კარის გაღების დროს აივანზე მდგომ ხალხს მიაწვნენ. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები.

"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე "ფეისბუკზე" წერს, რომ მათი გადამღები ჯგუფის წევრების, ოპერატორისა და ჟურნალისტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ვიდეომასალა Timer.ge-ის გენერალურმა დირექტორმა, ბერდია კალანდიამ გაავრცელა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტი კრებას მართავდა. ამ დროს მეუფე პეტრეს მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი აპროტესტებდნენ 2 სასულიერო პირისთვის მსახურების უფლების შეწყვეტას. მათი ნაწილი, ჟურნალისტების მსგავსად, ეპარქიის მეორე სართულზე იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG