Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკა ჩიხლაძე: ლევან მამალაძე არც კი გამოუკითხავთ


მაკა ჩიხლაძე
მაკა ჩიხლაძე

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პროდიუსერი და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ამბობს, რომ მისი და არხის მთავარი პროდიუსერისა და საავტორო გადაცემის წამყვანის ნოდარ მელაძის გამოკითხვაზე დაბარებისას გაირკვა, რომ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე გამოძიებას არც კი გამოუკითხავს. საქმე ეხება ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმას, რომელზე ინფორმაციაც სწორედ ლევან მამალაძემ გაავრცელა.

„როდესაც ვიკითხე, რომ აქამდე რა გაკეთდა გამოძიებისთვის, ჩვენი დაკითხვაზე დაბარების გარდა, აღმოჩნდა, რომ ლევან მამალაძე არც კი უფიქრიათ, რომ უნდა დაეკითხათ. თუ ლევან მამალაძის მიერ გამოთქმული ვარაუდები, საფრთხე რეალურია, მაშინ ეს შესაძლებელი იყო, რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებულიყო კიდეც, მაგრამ არა, მათ ლევან მამალაძესთან წვდომა თურმე არა აქვთ იმიტომ, რომ ის არის ძებნილი. არადა, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ ტელეიმედის ეთერში ადამიანი იჯდა და ყვებოდა იმას, რასაც ყვებოდა. ჰოდა, მასთან დაკავშირება ვისაც უნდა, შეუძლია "ფეისბუკზე" მიწეროს და ის კონტაქტურია. ანუ ამიტომ მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი არის ფორმალური... ჩვენ დაგვიბარეს იმიტომ, რაც თქვა ლევან მამალაძემ და აღმოჩნდა, რომ ლევან მამალაძეს არაფერს არ ეკითხებიან“, - უთხრა ჟურნალისტებს მაკა ჩიხლაძემ. იგი და ნოდარ მელაძე ადვოკატთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. უწყებამ უსაფრთხოების მიზნით მათ დაცვაც შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს. მაკა ჩიხლაძე და ნოდარ მელაძე მიიჩნევენ, რომ დაცვის დანიშვნა სახელმწფოს რეალურად მათი, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების, გასაკონტროლებლად უნდა.

რამდენიმე დღის წინ ლევან მამალაძემ "იმედის" ეთერში თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გეგმავენ საქართველოში ჟურნალისტების მკვლელობას. როგორც ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, მას ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG