Accessibility links

site logo site logo

კომუნიკაციების კომისიის ახალი წევრები ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე გახდნენ


საქართველოს კომუნიკაციების კომისიას ორი ახალი წევრი ეყოლება. პარლამენტმა ამ თანამდებობაზე ეკატერინე იმედაძე და ნათია კუკულაძე დაამტკიცა.

კომისიის წევრად პირს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს. იმედაძეს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, კუკულაძეს კი 79-მა.

ახლად არჩეული წევრები ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს შეცვლიან. ახალი წევრები მანამდეც მუშაობდნენ კომუნიკაციების კომისიაში.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახურია. კომისიის წევრი ყოველწლიურად, საშუალოდ, 190 ათას ლარზე მეტ ანაზღაურებას იღებს. უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს კომისიის თავმჯდომარეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG