Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენმა "ღრმად იმედგამაცრუებელი უწოდა" თურქეთის გასვლას "სტამბოლის კონვენციიდან"


თურქეთის მიერ ქალთა დაცვის სტამბოლის ხელშეკრულების დატოვების საპროტესტო აქცია სტამბოლში, 2021 წლის 20 მარტს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თურქეთის გადაწყვეტილებას, გავიდეს სტამბოლის ქალთა დაცვის კონვენციიდან "ღრმად იმედგამაცრუებელი უწოდა". 21 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ბაიდენი ამბობს, რომ თურქეთის გამოსვლა სტამბოლის ხელშეკრულებიდან "მოულოდნელი და გაუმართლებელი" იყო. ბაიდენი თვლის, რომ ანკარის ქმედება სამწუხარო "უკანგადაგმული ნაბიჯია მსოფლიოში ქალების მიმართ ძალადობის შეწყვეტის საერთაშორისო მოძრაობისთვის".

მანამდე ვროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ გააკრიტიკეს თურქეთის გადაწყვეტილება, გამოვიდეს ქალთა დაცვის სტამბოლის კონვენციიდან და მოუწოდეს ანკარას, დაუბრუნდეს ხელშეკრულებას.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის, ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, სტამბოლის კონვენციაზე ხელისმომწერ ყველა ქვეყანას მოუწოდა, რატიფიცირება გაუკეთონ ხელშეკრულებას ტვიტერში 21 მარტს.

„ქალებს დაცვისათვის სჭირდებათ მტკიცე სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ „ქალების მიმართ ძალადობა დაუშვებელია“.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა სინანული გამოთქვა ანკარის გადაწყვეტილების გამო და თურქეთს მისი გაუქმებისკენ მოუწოდა. „იმედი გვაქვს, თურქეთი კვლავ შეუერთდება ქალებისა და გოგონების დაცვის ხელშეკრულებას, რომელიც 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებათა დაცვის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თანასწორობის ფუნდამენტური ელემენტია“, დასძინა ბორელმა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია რაიჩინოვიჩ ბურიჩმა, გადაწყვეტილებას უწოდა „გამანადგურებელი“. მისი თქმით, „ეს ნაბიჯი უდიდესი უკუსვლაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან საფრთხეს უქმნის ქალთა დაცვას თურქეთში, ასევე ევროპასა და მის გარეთ“.

ე.წ. სტამბოლის კონვენციის დატოვების შესახებ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განკარგულება შაბათს გამოქვეყნდა.

საერთაშორისო ხელშეკრულება ევროსაბჭომ შეიმუშავა 2011 წელს და მისი მიზანია ძალადობისგან ქალების დაცვა და მასთან ბრძოლა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტამბოლში. თურქეთის სახელით მას ხელი მოაწერა ერდოანმა, მაშინდელმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG