Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბოდიში მოიხადა რუსი მესაზღვრის ფოტოს გამო


დავით სუჯაშვილი
დავით სუჯაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ 21 მარტს, ქართველი მესაზღვრეებისთვის პროფესიული დღესასწაულის მისალოც ფეისბუკ-პოსტზე რუსი მესაზღვრის ფოტო იყო.

სუჯაშვილის თანახმად, საიდუმლო არ არის, რომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდს თავად არ მართავს, თუმცა პასუხისმგებელია ყველა გამოქვეყნებულ მასალასა და მათ შინაარსზე: „გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება“.

როგორც სუჯაშვილი წერს, „რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ფეისბუკის გვერდზე ქართველი მესაზღვრეებისადმი მილოცვის გამოქვეყნების შემდეგ, კომენტატორები დავით სუჯაშვილს მიუთითებდნენ, რომ ფოტოზე რუსი მესაზღვრე იყო გამოსახული. ამჟამად პოსტი წაშლილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG