Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარქუა გახარიას გეგმებზე: არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ჭიდილი


მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ მიესალმება ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში გააქტიურებას. ასე გამოეხმაურა ზარქუა გახარიას განცხადებას.

"მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც ქართულ ინტერესებს დაიცავს მაქსიმალურად და არ გვექნება, მათ შორის მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაღაც ჭიდილი... ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა, ალბათ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვის", - თქვა ზარქუამ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ეს არის მისი პირველი კომენტარი, რომელიც პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებს მისცა.

"უამრავი ჭორი დადიოდა. არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, პოლიტიკიდანაც წასვლას არ ვაპირებ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა", - განაცხადა გახარიამ.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა გიორგი გახარია. მან მიზეზად დაასახელა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

მან გადადგომის შემდეგ "ქართული ოცნებაც" დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG