Accessibility links

site logo site logo

მარგველაშვილი: მადლობა "ქართულ ოცნებას", ესე ყურადღებით რომ მისმენს


გიორგი მარგველაშვილი ხურვალეთში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გიორგი გახარია „შვებულებიდან“ გამოიყვანეს „ქართული ოცნება 2“-ის შექმნის „მისიით“.

საქართველოს ექს-პრემიერ გახარიას დღევანდელი განცხადების შესახებ, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, ჟურნალისტებმა მარგველაშვილს ჰკითხეს სოფელ ხურვალეთში, სადაც მან პატივი მიაგო მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ სახლში გარდაცვლილი დათა ვანიშვილის ხსოვნას.

„პარასკევს იყო საღამოს, თუ ხუთშაბათს საღამოს, როდესაც ვთქვი, რო კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს თითქოს მისია, რომ შექმნას "ქართული ოცნება 2". მადლობა "ქართულ ოცნებას", ესე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემ“, - უთხრა მედიას გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს, "მთავარ არხს" უთხრა, რომ "უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG