Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: მოსახლეობის 40%-ის შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას


აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ 2021 წლის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა 40% თვლის, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არ დგას არცერთი პარტია. 23%-ის შეხედულებებთან ახლოსმდგომია პარტია „ქართული ოცნება“, 14%-ს არ აქვს პასუხი, 8%-მა არ იცის, 7% კი "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს თავის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად. სხვა პარტიებს (ევროპული საქართველო, გირჩი - მეტი თავისუფლება, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი), ჯამში, 7 % ასახელებს თავის შეხედულებებთან ახლოს მდგომად.

2020 წლის დეკემბერში "ქართულ ოცნებას" თავის შეხედულებასთან ახლოს მდგომად განიხილავდა 31%. ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" - 5%.

NDI-ის კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG