Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინა გაიკეთა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაიკეთა. ის ამ მიზეზით საჩხერის კლინიკაში მივიდა, სადაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა.

"მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, თუმცა აქტივობა დაბალია. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთება მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, 4414 პირია აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG