Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა თბილისში წააგო ესპანეთთან


საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე თამაში ჩაატარა და პირველი ქულის აღებამდე სულ ცოტა დააკლდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში, „დინამოარენაზე“ ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ უგებდა, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ორმოცდამეოთხე წუთზე გატანილი გოლით.

მეორე ტაიმში ესპანელებმა შეძლეს ანგარიშის სათავისოდ შეტრიალება. 56-ე წუთზე ფერან ტორესმა გაათანაბრა. მსაჯის მიერ თამაშისთვის დამატებულ მესამე წუთზე კი დანიელ ოლმომ დააფიქსირა საბოლოო შედეგი - 1:2.

ქართველი ფეხბურთელები მიმდინარე შესარჩევ ციკლში მესამე ტურის შეხვედრას 31 მარტს გამართავენ, სტუმრად, საბერძნეთის ნაკრებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG