Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებას


„ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით 30 მარტს გამართული მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებას „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„საქართველოში ევროკავშირის მედიაციით გამართულმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით მოსალოდნელ შედეგს ვერ მიაღწია. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი მომავალი პროგრესის კარგი საფუძველია", - წერს ზურაბიშვილი.

როგორც ბრიფინგზე თქვა, კრისტიან დანიელსონმა, არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მისი წინადადებები ბოლომდე არ მიიღო და კომპრომისი ვერ იქნა მიღწეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG