Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა - წინასწარი მონაცემები


მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5,1 პროცენტით შემცირდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით:

  • კლება შეინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა;
  • ზრდა დაფიქსირდა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

2021 წლის იანვარში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი -8,3 პროცენტია.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები გასული წლის მარტიდან დაიწყო. ამ დროიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგი სრულად მუშაობის აღდგენას ვერ ახერხებს. კომპანიების ნაწილს გაჩერება მოუწია, ზოგი კი გაკოტრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG