Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა „ვინოტელი" რეგულაციების დარღვევის გამო


შრომის ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, 10 000 ლარით დააჯარიმეს სასტუმრო „ვინოტელი", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მასთან ერთად რუსეთიდან ჩამოსული პირები ვახშმობდნენ.

„როგორც კი შრომის ინსპექციისთვის გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ცნობილი, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და გამოყენებულია შესაბამისი სანქცია 10 000 ლარის ოდენობით. როგორც აღვნიშნე დაჯარიმდა იურიდიული პირი. ასევე მივეცით მკაცრი გაფრთხილება მოხდეს აღნიშნული ღონისძიების დაშლა და არ გაგრძელდეს. შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიების გაგრძელებისას იქნება შესაბამისი სანქცია გამოყენებული.", - განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.

ამ დროისთვის პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა დატოვეს სასტუმროს რესტორნის ტერიტორია.

ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად დაბადების დღის აღნიშვნას (1 აპრილს) ასახელებს.

ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლას სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აპროტესტებენ.

XS
SM
MD
LG