Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა


COVID-19-ის საწინააღმდეგო "სინოფარმის" წარმოებული ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ამ ვაქცინით აცრილია სულ მცირე 40 მლნ ადამიანი. უნგრეთის გარდა, „სინოფარმი“ დამტკიცებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ჩინეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბაჰრეინში, პაკისტანში, ეგვიპტეში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ტაილანდსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყება. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვისთვის აუცილებელია 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, პირველადი აცრა (სულ საჭიროა ორი) 9735-მა პირმა გაიკეთა. ესენი არიან სამედიცინო სფეროში დასაქმებული და 65 წელს გადაცილებული პირები. 5 აპრილიდან კი აცრის გაკეთება 55 წელს გადაცილებულ პირებსაც შეეძლებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG