Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის კვლევა: გამოკითხულთათვის ყველაზე მისაღები საჯარო პირები არიან ილია II, გახარია, კალაძე


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთათვის ყველაზე მისაღები საჯარო პირია პატრიარქი ილია მეორე (89%). მას მოსდევენ:

  • გიორგი გახარია - 65%
  • კახა კალაძე - 54%
  • დავით ბაქრაძე - 52%
  • ნიკა მელია - 42%
  • ბიძინა ივანიშვილი - 40%

გამოკითხულთათვის ყველაზე მიუღებელია - ნინო ბურჯანაძე. 62% უარყოფითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. სიაში ყველაზე მიუღებელი საჯარო პირები არიან:

  • ნინო ბურჯანაძე - 69%
  • ირმა ინაშვილი - 67%
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 65%
  • სალომე ზურაბიშვილი - 62%
  • შალვა ნათელაშვილი - 61%

რაც შეეხება ინსტიტუტებს, გამოკითხულები ყველაზე დადებითად აფასებენ ჯარს (82%) და ეკლესიას (79%). სიაში შემდეგია ქართული მედია, რომელიც 64%-იანი სიმპათიით სარგებლობს.

სიაში მყოფი ორგანიზაციებიდან, გამოკითხულებისთვის ყველაზე მიუღებელია პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტის ოფისი, ეროვნული ბანკი.

სასამართლო მისაღებია 30%-ისთვის და მიუღებელია 55%-ისთვის.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG