Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის კვლევა: ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემად სახელდება უმუშევრობა (65%)


აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა (65%). სხვა პრობლემებია:

  • ეკონომიკა - ცხოვრების ფასი, მაღალი ფასები - 37%
  • სიღარიბე - 26%
  • კორონავირუსი/COVID-19 - 16%
  • ოკუპირებული ტერიტორიები - 4%

კითხვაზე, კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა? - გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ უფრო გაუარესდა, ხოლო 22%-ისთვის ძალიან გაუარესდა. გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა.

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM-ის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG