Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ კანცელარიასთან მისულებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცა


თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ხმაური იყო. ადამიანები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებად იდენტიფიცირდებიან, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვენ.

კანცელარიასთან მისულებს სურდათ, პროტესტის გამოხატვის ფარგლებში კარავი გაეშალათ, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

„ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ აკრძალულია [კარვის გაშლა] კანონიდან გამომდინარე. სადაც თქვენ ფიქრობთ, რომ გაშალოთ კარავი, ნამდვილად ვერ გაგაშლევინებთ“, - განუმარტა პოლიციელმა აქციის მონაწილეებს.

საქართველოში „კომენდანტის საათი“ 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს. სპეციალური საშვის არმქონე ადამიანებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით ჯარიმდება. არაერთი სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება შეზღუდვის მოხსნას არ აპირებს და მას პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG