Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ სტურუა გამოეხმაურა ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ბესო ზანგურის შესახებ


რობერტ სტურუა
რობერტ სტურუა

მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა.

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს!
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"
- წერს რეჟისორი.

12 აპრილს, გადაცემაში „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. მსახიობი ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მას მაშინაც სცემდა, როდესაც ის ორსულად იყო.

თავად 38 წლის მსახიობი, ბესო ზანგური აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლე ცრუობს და ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

დაიწყება თუ არა გამოძიება რუსთაველის თეატრის მსახიობის წინააღმდეგ? ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ, რადგან საკითხის შესწავლა გარკვეულ დროს მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG