Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა


თბილისში, ავლაბარში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა. მედიის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, მას მძევლები ჰყავს აყვანილი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებმაც ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს და პერიმეტრი სპეციალური ლენტებით შემოსაზღვრეს. უსაფრთხოების მიზნით დახურულია ასევე მეტროსადგური „ავლაბარი“.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლება შსს-სგან დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს.

XS
SM
MD
LG