Accessibility links

site logo site logo

რუსთავში ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს


ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რუსთავში ქვეითად და ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღო, დაახლოებით, 100-მა ადამიანმა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გოგა ჯმუხაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსთაველები სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მოსახლეობას, რომელიც, მრავალი დღეა, აქციებს მართავს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

"სამწუხაროდ, ხელისუფლება არ არის სოლიდარული მოსახლეობის მიმართ გიგანტური ჰესის მშენებლობის საკითხში. ჩვენ ვუერთდებით რიონის მოსახლეობის მოთხოვნებს, რომელიც ეხება ჰესის მშენებლობის შეჩერებას, აქციის წინააღმდეგ აგებული კედლის დანგრევას და ხეობის შესასვლელში, სოფელ გუმათთან, კარვების გაშლის უფლებას", - თქვა გოგა ჯმუხაძემ.

აქცია მანქანების მსვლელობით დასრულდა.

რუსთავში ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG