Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნების" დეპუტატი: უკანონო მოსმენას, მით უმეტეს, სისტემური ხასიათი არ აქვს


"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებები ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს ემსახურებიან და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას. "მოსმენებთან" დაკავშირებით მმართველი პარტიის დეპუტატმა სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ისაუბრა.

"ჩვენმა ოპონენტებმა ვერ გაითავისეს და ვერც წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა ფოკუსირებული იყოს სახელმწიფო ინტერესებზე. მათ ვერ წარმოუდგენიათ ინსტიტუციები, რომელიც არ მოემსახურება პარტიას. დიახ, „ქართული ოცნების“ პირობებში არცერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება კონკრეტული პარტიის ინტერესებს. ყველა სახელმწიფო უწყება ემსახურება სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს... არანაირი უკანონო მოსმენა-მიყურადება, მით უმეტეს, ამას სისტემური ხასიათი არ აქვს", - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა.

მმართველი პარტიის ოპონენტები დღესაც საუბრობენ, რომ ქვეყანაში გრძელდება უკანონო მოსმენები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა მმართველი პარტია ამ მიზეზით დაადანაშაულეს, პოლიტიკოს ანა დოლიძეს ეხებოდა. "მთავარმა არხმა" მაყურებელს შესთავაზა სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ, რომელიც ამბობდა, რომ სათვალთვალო მოწყობილობები მოქმედი ხელისუფლების დავალებით ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლშიც დააყენეს. ის ასევე აღწერდა სახლს, სადაც, სავარაუდოდ, დოლიძე ცხოვრობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG