Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო COVID-პასპორტების შექმნაზე მუშაობს


საქართველო COVID-პასპორტების შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

"ეს პასპორტი იქნება იმ პრინციპებზე აგებული, რა პრინციპებზეც იგეგმება ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი - აცრის სტატუსი, დაავaდების გადატანის ან არგადატანის, ასევე PCR ტესტირების პასუხი - ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები, თანხმდება უკვე სამინისტროსთან", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამუშაო ჯგუფი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.

ამ მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსი (ორჯერადი აცრა) 2887 პირს აქვს ჩატარებული. მათ შესაბამისი ცნობის მიღება მხოლოდ იმუნიზაციის ბაზიდან შეუძლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG