შპს "რუსთავის აზოტის" 2000-მდე თანამშრომელი ხელფასის 50%-მდე გაზრდის მოთხოვნით აქციას მართავს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს ხელფასები 5-6 წლის წინ გაეზარდათ მხოლოდ 5%-ით. გაფიცულების საშუალო ხელფასი 500 ლარია. გაფიცულ თანამშრომლებს ჯერ არ შეხვედრია კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. გაფიცვის მიუხედავად, საწარმო ფუნქციონირებას აგრძელებს. ადმინისტრაციის შენობის შესასვლელს კი პოლიცია იცავს.