Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში არალეგალური მიგრაციის არხის ორგანიზებაში ადანაშაულებენ


პოლონელმა მესაზღვრეებმა დააკავეს 10 არალეგალური მიგრანტი, რომლებმაც ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს, ასევე მიგრაციის არალეგალური არხის სამი ორგანიზატორი, რომლებიც მათ პოლონეთის მხარეს ელოდებოდნენ.

მიგრანტთა ჯგუფში იყო ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ოთხი ბავშვი. ექვსი მათგანი რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ჩეჩენია, დანარჩენები - აზერბაიჯანის მოქალაქეები.

მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე ელოდებოდა საქართველოს სამი მოქალაქე - არხის ორი ორგანიზატორი და ერთი დამხმარე. ამის შესახებ REFORM.by იტყობინება პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

ჩეჩნები და აზერბაიჯანელები გაგზავნეს უცხოელთა დაცულ ცენტრებში კენტშინსა და ბელოსტოკში. ორი ორგანიზატორი, საქართველოს მოქალაქეები, სამი თვით წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზებისთვის. მათმა თანაშემწემ აღიარა დანაშაული და მას ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორწლიანი გადავადებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG