Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს


ერგნეთის შეხვედრა. 27 აპრილი
ერგნეთის შეხვედრა. 27 აპრილი

ცხინვალის საპატიმროდან ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ირმა ბუთხუზი
ირმა ბუთხუზი

„შევხვდებით პრეზიდენტს, შევხვდებით პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, რომ ვთხოვო დახმარება უკანასკნელად“, - ამის შესახებ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ შეხვდა.

ნანა ბუნტური
ნანა ბუნტური

"კონკრეტული არაფერი არ თქმულა გარდა იმისა, რომ ისევ გრძელდება მუშაობა და არ ვიცით როდის დასრულდება. დღეს უკვე 290-ე დღე არის. რატომღაც გვეგონა, რომ დღეს რაღაც შედეგი დაიდებოდა ამ ცხრა თვე-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ოჯახი არ ვაპირებთ გაჩერებას, ის მოთმინება, რაც აქამდე იყო დასრულდება, არ გამოვრიცხავთ აქციებსაც“, - განაცხადა ზაზა გახელაძის დედამ ნანა ბუნტურმა.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 290 დღეა ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას უშედეგოდ ითხოვს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები მხარეებს შორის, თუმცა ამ დრომდე მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება. ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG