Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ


ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კაბალში, ბაისუბანში, პატარა გორსა და მსხალგორში მოსახლეობას თითქმის სრულად გაუნადგურა მარცვლეულის ყანები, ალუჩის, მარწყვის, საზამთროს და ნესვის ბაღები და ვენახები. სოფელ კაბალში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავიც აქვს გადახდილი.

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა დღეს დილით, საპროტესტო აქცია გამართა სოფელ კაბალში. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, სტიქიიდან 12 საათზე მეტი გავიდა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

დაზარალებულთა ნაწილი ამბობს, რომ მოსავალი დაზღვეული აქვს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ზარალს იმ შემთხვევაში აანაზღაურებდნენ, თუ სტიქია მოსავალს ორი მაისის შემდეგ გაანადგურებდა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მათთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღის განმავლობაში არ მივლენ, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

XS
SM
MD
LG