Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ ბელარუსში 14 პირს მიუსაჯა პატიმრობა „მასობრივი არეულობის“ გამო


ბელარუსის სასამართლომ 14 პირს გამოუტანა განაჩენი და რამდენიმე წლით პატიმრობა მიუსაჯა „მასობრივი არეულობის“ გამო საყოველთაო საპროტესტო გამოსვლების დროს შარშანდელი სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ქალაქ ბრესტის სასამართლომ 30 აპრილს 5-ნახევარი წლიდან 6-ნახევარ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა ეჭვმიტანილებს გახმაურებულ საქმეში - ქალაქ პინსკში გამართულ დემონსტრაციებში მათი მონაწილეობისთვის.

მათ უმეტესობას ბრალად წაუყენეს მილიციის თანამშრომლებისთვის ქვების დაშენა და ქონების განადგურება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ 14 პირს პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

პინსკის საპროტესტო გამოსვლები ნაწილი იყო საყოველთაო დემონსტრაციებისა, რომლებიც იმართება აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. კენჭისყრაში, რომლის შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიცია და დასავლეთი, თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ამ ქვეყნის ავტორიტარმა მმართველმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG