Accessibility links

site logo site logo

კახეთში სეტყვით დაზარალებულები აქციებს განაგრძობენ


სეტყვით დაზარალებული მოქალაქეები სოფელ ბაისუბანში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში საპროტესტო აქცია გამართა ძლიერი სეტყვით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა. მათი მოთხოვნა იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ზარალის ანაზღაურებაზე მსჯელობის დაწყება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მერიის წარმომადგენლებს შეატყობინეს, რომ ადგილზე მათ მისვლას ითხოვდნენ, თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ ქვეყანაში უქმე დღეებია, მერია არ მუშაობს და შეხვედრა ვერ შედგებოდა.

დაზარალებულები ამბობენ, რომ 29 აპრილს, საღამოს მოსულმა სეტყვამ ისინი წლევანდელი მოსავლის გარეშე დატოვა და სახელმწიფოს დახმარების გარეშე არსებობა გაუჭირდებათ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გლახო ხარაიშვილის თქმით, სტიქიამ სრულად გაუნადგურა ალუჩის, ქლიავის, უნაბის, მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის ბაღები და მისი ზარალი დაახლოებით 30 ათასი ლარია.

კახეთში სეტყვით დაზარალებულები აქციებს განაგრძობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:35 0:00

დაზარალებულთა განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას კიდევ ერთხელ შეეცდებიან და უარის შემთხვევაში, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზას გადაკეტავენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია 30 აპრილსაც გამართეს. აქციაზე მისულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ზარალს ვერ აანაზღაურებს და ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზიანის გამოსწორება შეუძლია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სეტყვამ, წვიმამ და ძლიერმა ქარმა კახეთის სამი მუნიციპალიტეტის, ლაგოდეხის, გურჯაანის და ყვარლის ათეულობით სოფელი დააზარალა. მოსავლის ნაწილი მთლიანად განადგურებულია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში 150-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG