Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი: "ნაციონალური მოძრაობა" დარჩეს ქუჩაში, აი დარდი


"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საუბრის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ის, რის გამოც მათ ეს პარტია აკრიტიკებდა, ახლა თვითონ აქვთ იმავეს გაკეთების სურვილი.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" რაღა უნდა ვილაპარაკოთ, არის გაბანძებული პარტია. მთელი ნახევარი წელი გულში მჯიღს იცემდნენ, ჩვენ გვლანძღავდნენ და ჯვარს გვაცვამდნენ - არიქა, როგორ შედიან და უპრავებენ პარლამენტს. ახლა, თვითონ იძახიან პარლამენტში უნდა შემოვიდეთო. სამარცხვინოები და სამარცხვინოა მათი პოზიცია. შესაბამისად, დარჩნენ ქუჩაში, აი დარდი", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიული გადაწყვეტილება ჯერ არ გაუჟღერებია. მისი წევრების ნაწილი მომხრეა, რომ პარტიამ დაიწყოს საპარლამენტო საქმიანობა, ნაწილი კი, პირიქით, წინააღმდეგი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG