Accessibility links

site logo site logo

დმანისის მერი დაპირისპირებაზე: ჩხუბი ახალგაზრდებს შორის მოხდა, მიზეზი კი ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო


დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის 16 მაისს დმანისში მომხდარი ჩხუბის მიზეზებს პოლიცია იკვლევს და გამოძიება თავის ვერსიას იტყვის. მისი თქმით კი ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ნებისმიერი მიზეზით შეიძლება მომხდარიყო:

„ჩხუბს ეთნიკურ და რელიგიურ ჭრილში ვერ გადავიტანთ. ამ თემით ვიღაც სპეკულირებს. საგამოძიებო ორგანოების დასადგენია რა გახდა ჩხუბის მიზეზი. სამწუხაროა ამბავია, რაღაც ვერ გაიყვეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ტატუაშვილმა.

მედიასა და სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომელიც დმანისში ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG