Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: შემიძლია საიდუმლო გაგანდოთ - კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით


ირაკლი კობახიძე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი თვით ადრე მმართველი პარტიიდან თბილისის მერობის მომავალი კანდიდატის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოქმედი მერი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია.

„ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ კახი კალაძე არის პირველ ადგილზე რეიტინგით დღეს. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში,"- თქვა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიაში 36 000-ვე წევრს ექნება სურვილი, რომ კახი კალაძე კვლავ იყოს თბილისის მერობის კანდიდატი. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილება რომც ჰქონდეს მიღებული, კანდიდატის ვინაობა მხოლოდ არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე გახდება ცნობილი.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG