მინერალური წყლის, „ნაბეღლავის“ ქარხნის მძღოლების და დისტრიბუტორების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს თბილისში, კომპანია „წყალი მარგებელი“-ს ოფისთან.
გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ხვალიდან აქციას შეუერთდებიან რეგიონებში დასაქმებულებიც.
კომპანია საპროტესტო აქციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. "ნაბეღლავი" ქართულ-შვეიცარიული კომპანია ”წყალი მარგებელი”-ს პროდუქტია.
მესამე დღეა გაფიცულები არიან "ბორჯომის" თანამშრომლები. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა. კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.