Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

საქართველო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრებს ხსნის. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს, 25 მაისს მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვარს დამატებითი შეზღუდვების გარეშე გადაკვეთენ ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. გარდა ამისა, ყველა ის პირი, რომელმაც ბოლო 72 საათში ჩაიტარა ტესტირება და პასუხი უარყოფითია. ამ შემთხვევაში აუცილებელია მომდევნო 72 საათში განმეორებითი ტესტირება.

"გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, მოლდოვა და ომანი.

XS
SM
MD
LG