Accessibility links

site logo site logo

ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან მაწუხებს პარლამენტის შემოსასვლელში რკინის ღობე


დეპუტატი ვახტან მეგრელიშვილი პარტია „გირჩიდან“ დღეს პარლამენტში პირველად გამოვიდა სიტყვით და კოლეგებს სთხოვა, აიღონ პარლამენტის შესასვლელთან არსებული რკინის ღობე, რომელიც 2019 წლიდან დგას პარლამენტის მთავარ შესასვლელთან.

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ამ დარბაზში და თუ რამეს ისეთს ვიტყვი, სისულელეს, არ დამცინოთ. ასეთი განცდა მაქვს, რომ ბევრი რაღაცა მინდოდა მეთქვა, რადგან პირველი გამოსვლა იყო. გუშინ ვლაპარაკობდით კიდეც, რომ რა არის ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც შემიძლია ვთქვა. მართალი გითხრათ, ბევრი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, იმიტომ, რომ ყველა საკითხს შეეხეთ, ფაქტობრივად, ამიტომ, გადავწყვიტე, რაც მართლა მაწუხებს, ის გითხრათ, ძალიან მაწუხებს შემოსასვლელში რკინის ღობე, რომელსაც რომ უყურებ, თითქოს ისეთი განცდა გაქვს, რომ ციხეში შედიხარ. ყოველ დილას ციხეში შესვლა მე რაღაცნაირად არ მინდა. ამის გამო დავიწყე თქვენთან კომუნიკაცია, ვის მოსწონს ეს ღობე, ვის არ მოსწონს და უმრავლესობას არ მოსწონს, გარწმუნებთ. გუშინ განათლების კომიტეტში იყო გიორგი კაკაურიძე მოსული და შემთხვევით ვისარგებლე, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი რომ მოვიდა და ვკითხე, ამ კრიზისში რომ ვართ-მეთქი, გამოსვლის რამე ღონისძიება ხომ არ გაქვთ, რომელიც საჯაროდ არ ვიცით-თქო. ბოლო 2 წელიწადში 8 მილიარდი გვაქვს ნასესხები, 1 ქართველი კაცი დაბადებიდან 72 წელი, ვიდრე იცხოვრებს, მაქსიმუმ მილიონ ლარს ქმნის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ანუ ჩვენ 8 ათასი ადამიანი მთელი ცხოვრებით მონებად გავყიდეთ, ფაქტობრივად. საერთოდ პრობლემა არ არისო, - გიორგი კაკაურიძემ მითხრა. შალვა პაპუაშვილსაც ვკითხე, შენ რა აზრის ხარ-მეთქი და შალვა პაპუაშვილმა მითხრა, რომ ეგ შეიძლება ჩვენი კომპეტენცია არ არისო. მე კიდევ რას გეტყვით, იცით, ჩემი აზრით, ამ დარბაზის კომპეტენციაა, ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად აქციოს თუ სამოთხედ გადააქციოს?! ხოდა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება მინდა შემოგთავაზოთ, იქნებ ის ღობე ავიღოთ კონსესუნსით“, - ასეთი იყო ვახტანგ მეგრელიშვილის პირველი გამოსვლა პარლამენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG